დიდუბის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
ამჟამად, გ. ცაბაძის ქუჩის N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 800 კვ.მ ფართობი და დაიგო ასფალტის საფარი.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც სატრანსპორტო მოძრაობა, ასევე მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების პირობები.
პროექტისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოების დასკვნით ეტაპს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილე ზურაბ უგულავასთან და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მონიტორინგის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
