Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტუსკი: პეტერ მადიარმა შესაძლოა გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს

მარშალ პრესი 24/04/2026
donald tusk

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლოა, პეტერ მადიარმა ევროპელი პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან უნგრეთის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის დაცვა, რელიგიური და ეროვნული ღირებულებები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

ტუსკის თქმით, მის ზოგიერთ კოლეგას მცდარი წარმოდგენა აქვს უნგრეთის არჩევნებთან მიმართებით, რომელიც უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირებად მიაჩნდათ.

“ჩემს ზოგიერთ კოლეგას შესაძლოა, მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს, რომ უნგრეთის არჩევნები უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირება იყო. პეტერ მადიარმა შესაძლოა გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება,” – აცხადებს დონალდ ტუსკი.

Post navigation

Previous: „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
Next: ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.