Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მარშალ პრესი 06/07/2022
000

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ფონდი “ქართუ”-ს მიერ სრულად რეაბილიტირებულ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის გახსნას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მაყურებელმა, თეატრის მცირე სცენაზე, რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე, რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის ფარგლებში, 15 ივლისის ჩათვლით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების თეატრალური დასების წარმოდგენები.

Post navigation

Previous: „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის წარმომადგენლები საკრებულოს ყველა სხდომაზე ცდილობენ შეაფერხონ საკრებულოს საქმიანობა, მუნიციპალიტეტის წინსვლა და განვითარება
Next: მყარი არგუმენტაციით შეგახსენებთ, რომ ნაქურდალი ფულით საზრდოობთ, კრიმინალი, ბავშვის მკვლელი გყავთ ტელევიზიის სათავეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.