IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ირაკლი კობახიძის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლად მისი დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია, ისევე როგორც სხვა პარტიები, საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება.

„ირაკლი კობახიძე შტაბურ მუშაობაში წინა არჩევნებშიც ყოველთვის ჩართული იყო და მისი როლი არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მის შტაბის უფროსობას, მე სხვა ალტერნატივას ნამდვილად ვერ ვხედავდი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

საარჩევნო მზადებას რაც შეეხება, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ასევე მმართველი პარტია არჩევნებისთვის, საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება