Skip to content
29/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს

მარშალ პრესი 28/05/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია იდგა საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი. როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს. აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი – თეა წულუკიანი გახარიას პარტიას
Next: დავით ქართველიშვილი: ცეცხლი ოლიგარქიას – უთქვამს ანა დოლიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.