ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით “საქართველოსთვის” ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა “საქართველოსთვის” წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
წულუკიანს უსამართლოდ მიაჩნია, როცა მას და მის თანაგუნდელებს „ნაცებს“, „მონებს“ უწოდებენ და ხაზს უსვამს, რომ თავად და მისი გუნდის წევრები წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდნენ “ნაცების” წინააღმდეგ, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი მაშინ საერთოდ არ ჩანდა.
“ძალიან მტკივნეულად განვიცდი არა იმას, რომ თქვენ ჩემნაირ ადამიანებს, ბატონო გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის ეს შენიშვნა პირველ რიგში და ჩემდა დიდად სამწუხაროდ ქალბატონ სოფოსაც, რომელსაც მე მინდა მაინც ვთქვა, რომ დიდ პატივს ვცემ იმიტომ, რომ ის მართლაც არის ნაბრძოლი ადამიანი, მაგრამ როგორც ირაკლი კვირიკაძის ფილმშია ნათქვამი, როგორ მოხვდი მანდაო, აი, ეს კითხვა სულ მაწუხებს.
ესე იგი, ბატონო გიორგი, თქვენ ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით “საქართველოსთვის” ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით. მე არ მახსოვხართ და არ მგონია, რომ ამნეზია მჭირს. თორემ ურნასთან თუ იბრძოდით, ამომრჩეველი იქ ძალიან დიდ როლს თამაშობდა და კი ბატონო, მაგრამ ხელს როცა აიქნევთ და იტყვით, რომ მე ვიბრძოდი… თქვენ იბრძოდით და მე მეძინა, თუ როგორ იყო საქმე? თუ რა ხდებოდა საერთოდ. თუ გრეტა წიწავაა ნაციონალი, დალეწილი ჰქონდა მხარი, იბრძოდა ხმალამოღებული, თუ რომელი, ვინ არის ნაციონალი. 2012-იანელები ბევრი არიან ამ დარბაზში და არაერთი არ არის ამ დარბაზში, მაგრამ კი არ გარდაცვლილან”- აღნიშნა წულუკიანმა.
