Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ჯგერენაია „ალიანსზე“: თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო- რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აპროტესტებდა

მარშალ პრესი 27/05/2026
levan jgerenaia

პარტია „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ გამართულ 26 მაისის აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო.

ჯგერენაია ირონიით წერს, რომ რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია.

„ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ (სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად), რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო.
მაშინ საერთოდ რატომ ეპატიჟებოდნენ აქციაზე ხალხს? ეთქვათ: ხალხო, არ შეწუხდეთ აქციაზე მოსვლით, მთავარია ტელევიზორი ჩავრთოთ ყველამ და ასე გავაპროტესტოთ ხელისუფლების მავნებლობები.

როგორც ყოველთვის, სიმართლის თქმა და პრობლემაზე მითითება ქოცობაა, ხალხის მოტყუება – ქოცებთან ბრძოლა. ამიტომაც დღითიდღე ძლიერდება პროტესტი, წალეკა ტელევიზიები.
პ.ს. რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია, რა. რადიო, ტვ, მობილურები, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აპროტესტებდა.“- წერს ჯგერენაია

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია- “ნაციონალური მოძრაობის” რეალური სახე იყო, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ!
Next: განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც “ქართულმა ოცნებამ” დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც “ქართული ოცნების” დროს უფლებამოსილებას გადაამეტა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.