Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა

მარშალ პრესი 27/05/2026
1302

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში  სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის  გამოფენა გაიმართა. 

გამოფენები თბილისის გარდა, ქვეყნის კიდევ 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. სამხედრო საგამოფენო სივრცეების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ ბათუმის, ქუთაისის,  მცხეთის, რუსთავის,  თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხეს, ახალქალაქის, მარნეულის,  საჩხერეს, სენაკის, მარტვილის, აბაშას, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ადგილობრივ მოსახლეობასაც.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენმა აპარატებმა გადაიფრინეს. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 12-მა საფრენმა აპარატმა, მათ შორის: სატრანსპორტო მრავალფუნქციურმა შვეულმფრენმა UH-1H “იროკეზებმა”, საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენებმა – MI-24 და საბრძოლო მოეიერიშე თვითმფრინავებმა – SU -25. 

თბილისში სამხედრო საგამოფენო სივრცე მოეწყო თავისუფლების მოედანზე, რომელსაც მოსახლეობა, შვილებთან ერთად, სტუმრობდა. მათ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული  ეროვნული წარმოებისა და უცხოური ტექნიკის, მათ შორის, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანების, საავიაციო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო  და საინჟინრო სისტემების,  სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, სამედიცინო და სამთო აღჭურვილობის  გაცნობისა და დათვალიერების  შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და მათ შვილებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?
Next: ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.