Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან

მარშალ პრესი 26/05/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ამერიკის პრეზიდენტისთვის დემოკრატიის დაწუნების ფაქტზე. დეპუტატის თქმით, როგორც ყოველთვის რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. „ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ.

ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან. ჯერ იყო და ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს, შემდეგ არჩევნებში მის გამარჯვებას ზარზეიმით შეხვდნენ, მერე ისევ ლანძღვა დაიწყეს, ახლაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ყველაფერ სასიკეთოს დაუპირისპირონ ნეგატივი, მოსახლეობაში გააჩინონ უიმედობის და სასოწარკვეთის განცდა იმ მიზნით, რომ როგორმე შექმნან ქვეყანაში აგრესიის ტალღა, რომელიც მათივე გათვლებით უნდა გადაიზარდოს ძალადობრივ რევოლუციაში. მათ იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებენ და ამიტომ სხვა გზა არ აქვთ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.