Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

მარშალ პრესი 26/05/2026
eka sepashvili

„მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველისთვის სახელმწიფოს და ქრისტიანობის დაცვა ოდითგანვე იდენტური ცნება იყო და გადამეტებული არ შეიძლება იყოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის და ქრისტიანობის სახელმწიფოდ გამოცხადების 1700 წლიანი იუბილეს ერთდროულად აღნიშვნა.

„ჩვენ წელს ვზეიმობთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღი ერთმანეთს დაემთხვა და ეს შემთხვევითი არ არის. ეს მართლაც ერთმანეთზე გადაჯაჭვული მოვლენებია და ძალიან ბუნებრივია, რომ ორივე თარიღის აღნიშვნა ერთად ხდება, თან თუ გავიხსენებთ ისტორიას და გადავხედავთ წარსულს, ქართველისთვის ქართველობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ქართველი ყოველთვის ერთდროულად იბრძოდა ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. მაშინაც კი, როდესაც დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა სხვადასხვა ისტორიული მოვლენის გამო, ის ყოველთვის ცდილობდა ქრისტიანობის შენარჩუნებას და ეს იყო მისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება.

წელს დაემთხვა ქრისტიანობის აღნიშვნის 17 საუკუნის და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე და ამიტომ, ძალიან ბუნებრივია, რომ ერთობლივად აღვნიშნავთ ამ თარიღს, რადგან ეკლესიამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის. თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, იმ ღირებულებებისა და ფასეულობების როლი, რამაც საქართველო დღევანდელობამდე მოიყვანა. ეს არის ფაქტობრივად შეტევა ქართულ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია
Next: ეკა სეფაშვილი: ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.