Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა

მარშალ პრესი 23/05/2026
lado sadgobelashvili

დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, – წერს  ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მილიონი ლარით ეხმარება.

მისივე თქმით, დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.

„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს.

ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი!

– მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ ამ ვერაგი ავადმყოფობით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ ნამდვილად არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. გასაგებია რომ ეს არ კმარა, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს ის საჭიროებაა, რომელიც ყველა პაციენტის ოჯახს ადგება და იყენებენ კიდეც! ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობის მიღება და “ცეცხლზე ნავთის დასხმა”!
– როგორც ზემოთ ავღნიშნე საქართველოში მრავლად არიან ანგაჟირებული პროვოკატორები რომლებიც ამ მძიმე თემაზე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგის აწყობას ცდილობენ. აქციები, ხმაური, ემოციური შანტაჟი და ახლა უკვე გაურკვეველი “ფონდების” მიერ შეგროვილი თანხები…

– ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ თავად მათ შორის, შიგნით დაიწყო დაპირისპირება! ვინ აგროვებს ფულს, სად მიდის ეს თანხა, ვინ აკონტროლებს, რა მიზნობრიობით იხარჯება. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო მკაფიო პასუხი. როდესაც საქმე ავადმყოფ ბავშვებს ეხება, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა აუცილებელია. სახელმწიფოს პროგრამა კონკრეტულია, გაწერილია და ანგარიშვალდებულია.
ხოლო ისინი, ვინც გუშინ “ერთად ბრძოლაზე” საუბრობდნენ, დღეს უკვე ერთმანეთის დადანაშაულებით არიან დაკავებულები. ასე ხდება ხოლმე როდესაც საქმეში უცხო ქვეყნის აგენტურა ერევა!

– დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.“ – წერს სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: გარკვეული გლობალური პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ ნებისმიერი ძალა და საბაბი, რათა შელახონ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და დააზიანონ ქვეყნის იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ
Next: ხალხს საათობით სთხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე, არადა, ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის. მაშინ, რასთან გვაქვს საქმე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.