Skip to content
22/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს

მარშალ პრესი 22/05/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა სამხედროებს პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და საქართველოსადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საიმედო საყრდენია. დღევანდელი დღე ქართული სახელმწიფოს მიერ სამშობლოს წინაშე თქვენი უდიდესი ღვაწლის მორიგი აღიარებაა. მშვიდობა ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი საფუძველი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი კი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ჯარია. ეს ძლიერება სწორედ თქვენს სამხედრო ღირსებასა და საქმისადმი უანგარო ერთგულებას ეფუძნება. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ თქვენ მიმართ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დამსახურებულ სახელმწიფო ჯილდოს – სამშობლოსთვის გაწეული ყოველდღიური შრომისა და თავდადების სამართლიან აღიარებას. საქართველოს მთავრობის სახელით, მომავალშიც სრულ მხარდაჭერას გპირდებით. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა. საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში – თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოვდა თავდაცვის ძალების 7 წარმომადგენელი.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
Next: დავით ქართველიშვილი: ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.