Skip to content
07/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდა

მარშალ პრესი 22/05/2026
704732463_1371471231702125_5712452626654861370_n

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდა.
შესარჩევი ტურები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. სპეციალური საკონკურსო კომისიის წინაშე ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტების 30-მდე ქორეოგრაფიული და სასიმღერო ანსამბლი და 800-ზე მეტი ბავშვი, მრავალფეროვანი ნომრით წარდგა.

გამარჯვებული ანსამბლების, დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი 3 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
ოლიმპიადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის – „ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.

ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.

Post navigation

Previous: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც “ნაცრეჟიმის” ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად – კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
Next: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.