Skip to content
22/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც “ნაცრეჟიმის” ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად – კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა

მარშალ პრესი 22/05/2026
jaba xubua

ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანი ციხიდან სიცილ-კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა და არა ისე, როგორც “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ციხეში ნატანჯი და ჯანმრთელობაგანადგურებული ქალები გამოდიოდნენ.

“ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ. გამოვიდა ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ნაცრეჟიმის დილეგი გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 14 წლის ასაკში გაასამართლეს შეთითხნილი ბრალდებით. ნანუკა გამოვიდა ციხიდან ისე კი არა, როგორც ნაცრეჟიმის 6-წლიანი ტყვეობიდან ძლივს სულგამოტანილი, უდანაშაულო ნორა კვიციანი. არც ქეთევან ზარნაძის, არც ხათუნა ჯანაშვილის და არც ნაცრეჟიმის ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად არ გამოსულა ნანუკა 3-დღიანი პატიმრობიდან. სიცილ-კისკისით და კუნტრუშ-კუნტრუშით გამოვიდა, როგორც რუსულ – ჩინურ-ირანული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციის ამორძალს შეეფერება.” – წერს ხუბუა.

Post navigation

Previous: დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე
Next: ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.