Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან – ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს

მარშალ პრესი 21/05/2026
zaza shatirishvili

ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან – ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ავტორი აღნიშნავს, რომ „დიფ სტეიტს“ საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს, დანიაში განვითარებული მოვლენებით „ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ“.

„აშკარაა, რომ „დიფ სთეითს“ საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს – ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ.

ამიტომაცაა, რომ დანიის, თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის, დუმილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ საზოგადოებას არა ნახევრად, არამედ სრული სიმართლე დაანახოს, სიმართლე, რომელიც იმაზე გაცილებით მწარე და მძიმეა, ვიდრე ევროპის კონტინენტიდან მომდინარე ლპობის მძაფრი სუნი,“- ვკითხულობთ წერილში.

Post navigation

Previous: შათირიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ძაღლების მისევაზე, რომლის შესახებაც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ
Next: „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.