Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შათირიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ძაღლების მისევაზე, რომლის შესახებაც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ

მარშალ პრესი 21/05/2026
zaza shatirishvili

ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა“ არა მხოლოდ „დანიის სამეფოში“, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას ამ სურათის სრულად დანახვა, ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებზეც დღევანდელობაში ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ.

„დავიწყოთ იმით, რომ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ნებისმიერი მცდელობა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებას გულწრფელად ესაუბრება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირში ხდება, მათ შორის იმ მორალურ პრობლემებსა და დილემებზე, თუ კრიზისებზე, რაც თავს ვეღარ მალავს.

რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ადამიანებისთვის ძაღლების მისევაზე, ასევე იმ ღირებულებით უფსკრულზე, რომლის შესახებაც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ. საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რადგან ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი და ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგას,“- ვკითხულობთ წერილში.

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი: როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე – რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები?
Next: ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან – ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.