Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ICG: საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში

მარშალ პრესი 21/05/2026
icg0

რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, – ამის შესახებ International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
როგორც ICG აღნიშნავს, აშშ-მა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აშშ-მა კერძო არხებით მიმართა საქართველოს, რომ უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია – მაგალითად, საკუთარი არსენალიდან იარაღის მიწოდებით კიევისთვის (რომელსაც შემდეგ ვაშინგტონი ჩაანაცვლებდა) ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით. ბრიუსელმაც არაერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოეყვანა.

„თუმცა, საქართველომ უკრაინის დახმარების ეს მოწოდებები, ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ექსპლუატაციის მცდელობად აღიქვა, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. შესაძლოა, აშშ-ს არ ეგონა, რომ მისი მოთხოვნები პროვოკაციული იყო, რადგან ისინი მსგავს მოწოდებებს უგზავნიდნენ პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ ვაშინგტონმა არ გაითვალისწინა საქართველოს უნიკალური მგრძნობელობა,“ – ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე და სანაცვლოდ შეეცადა რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილებას, პარალელურად კი, მეზობელ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი – აღადგინა პირდაპირი ავიარეისები რუსეთის ქალაქებთან და გაზარდა ნავთობისა და გაზის შესყიდვები.

ICG-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები არ გამოხატავდა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარემ ისინი ევროკავშირის დამოკიდებულების გამოხატულებად აღიქვა, რამაც არაერთი კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციისა და კრიტიკული არასამთავრობოებისა და მედიისთვის ევროპელების უკმაყოფილება ხელისუფლების წინააღმდეგ გარე ჩარევის იმედს აძლიერებდა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი შიშების გასაღვივებლად, თითქოს არსებობდა ორგანიზებული მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით.

 

Post navigation

Previous: ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება – ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად
Next: ICG: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.