Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება – ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

მარშალ პრესი 21/05/2026
icg1

დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყნის ურთიერთობები ბლოკთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები აშშ-სთან; მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და არაფორმალური შეთანხმება დადო რუსეთთან, რათა მინიმუმამდე დაეყვანა უკრაინის ომის ნებისმიერი უარყოფითი შედეგი.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
Next: ICG: საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.