Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ

მარშალ პრესი 21/05/2026
irakli kobakhidze

ე.წ. 7 პარტიაშიც კი, 7-იც არ არიან, მაგრამ რაც ჰქვიათ ფორმალურად, იმ 7 პარტიაშიც კი ვერ გამონახეს საერთო ენა და ამის მიზეზი არის სისუსტე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, ვერ ნახულობენ საერთო ენას.

„ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს.

სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც აქვთ განხეთქილება. ე.წ. 7 პარტიაშიც კი, 7-იც არ არიან, მაგრამ რაც ჰქვიათ ფორმალურად, იმ 7 პარტიაშიც კი ვერ გამონახეს საერთო ენა და ამის მიზეზი არის სისუსტე. იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, ვერ ნახულობენ საერთო ენას. ეს ყველაფერი არის მათი ზოგადი სისუსტის გამოხატულება. როგორც ორგანიზმს ახასიათებს, როგორც კი ზოგადად იმუნიტეტი ქვეითდება, მაშინვე ყველა პრობლემა ერთად იჩენს ხოლმე თავს.

იმდენად დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო ჯამში, ერთმანეთის გაძლებაც კი უჭირთ, რაც ნორმალურია და ძალიან კარგია. ამ რეჟიმში იყვნენ ისინი, როდესაც 10-ჯერ დავამარცხეთ დღემდე საერთო ეროვნულ არჩევნებში, მაგრამ ქვეყნისთვის არ არის ეს საერთო მდგომარეობა კარგი. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით იმ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, იმისათვის, რომ სისტემა ბოლომდე გაჯანსაღდეს. სხვანაირად ამ სისტემას გაჯანსაღება არ უწერია, ვიდრე გვარამიები, ზურა ჯაფარიიძები, იქ სხვები, წარმოადგენენ დღეს ოპოზიციას, როგორც ასეთს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ხალხის დახოცვა „გაუპრავეს“ სააკაშვილის რეჟიმს 2011 წლის 26 მაისს, მწვანე შუქი აუნთეს, სწორედ, ამ ე.წ. დემოკრატებმა, ბრიტანელებმა, გერმანელებმა და სხვებმა
Next: ირაკლი კობახიძე – როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.