Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხალხის დახოცვა „გაუპრავეს“ სააკაშვილის რეჟიმს 2011 წლის 26 მაისს, მწვანე შუქი აუნთეს, სწორედ, ამ ე.წ. დემოკრატებმა, ბრიტანელებმა, გერმანელებმა და სხვებმა

მარშალ პრესი 21/05/2026
irakli kobakhidze

მწვანე შუქი იყო თავიდან ბოლომდე ანთებული იმის მიმართ, რაც მოხდა 2007 წელს ტელეკომპანია იმედში. მწვანე შუქი ე.წ. დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. იქ იყო ბრიტანეთიც, გერმანიაც, სხვებიც. მაშინ გახსოვთ ვინმე დასანქცირებული, ან ვინმეს მიმართ რაიმე უხეში განცხადება გაკეთებული? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ.

„მწვანე შუქი იყო თავიდან ბოლომდე ანთებული იმის მიმართ, რაც მოხდა 2007 წელს ტელეკომპანია იმედში. მწვანე შუქი ე.წ. დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. იქ იყო ბრიტანეთიც, გერმანიაც, სხვებიც. მაშინ გახსოვთ ვინმე დასანქცირებული, ან ვინმეს მიმართ რაიმე უხეში განცხადება გაკეთებული? – ესეც ხომ „გაუპრავეს“ და ამის შემდეგ „გაუპრავეს“ საპრეზიდენტო არჩევნები იმ კაცს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი დაამყარა საქართველოში და ახლა ეს ადამიანები ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, მათთვის აბსოლუტურად მისაღებია ის, რაც ხდება დანიაში, იმიტომ რომ მანამდე მათთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ის, რაც მოხდა 26 მაისს, საქართველოში, როდესაც ხალხი დახოცეს პირდაპირ. ხალხის დახოცვა „გაუპრავეს“ სააკაშვილის რეჟიმს 2011 წლის 26 მაისს, როდესაც შემდეგ გახსოვთ, ცხედრები განათავსეს ჯიხურების თავზე, რომ დენით დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ და ეს „გაუპრავეს“, ამაზე მწვანე შუქი აუნთეს, სწორედ, ამ ე.წ. დემოკრატებმა, ბრიტანელებმა, გერმანელებმა და სხვებმა. ამიტომ მათთვის სრულიად ორგანული და მისაღებია ის, რაც მოხდა დანიაში, იმიტომ რომ მანამდე ამას “აპრავებდნენ” თბილისში, “აპრავებდნენ” სხვა ქვეყნებში, სადაც მათთვის მისაღები იყო დიქტატორული რეჟიმები, სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმები. ეს ორმაგი სტანდარტები იმდენად თვალსაჩინო გახდა უკვე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმდენი მაგალითი იხილა უკვე საზოგადოებამ, რომ არ მგონია, შეცდომაში ქართული საზოგადოების შეყვანა კიდევ იყოს შესაძლებელი,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არ არსებობს სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც შეიძლება გაამართლო იმ ფორმის ჩარევა მედიის თავისუფლებაში, რაც ვიხილეთ ბრიტანეთის მხრიდან
Next: პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.