Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან

მარშალ პრესი 20/05/2026
davit chikhelidze

საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ჭიშკრის შენგრევა და პატრიარქის მისამართით ლანძღვა, კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. ჩიხელიძის თქმით, დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის- ეკლესიის წინააღმდეგ.

„საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან. მათი მხრიდან ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ზიზღის ტირაჟირება ყოველდღიურ ნორმად იქცა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ზუსტად ასეთ რადიკალურ და საშიშ ნაბიჯებში ისახება.

დღეს საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე.

ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები
Next: გია აბაშიძე: ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი – საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.