Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 20/05/2026
105

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა მოაწერეს.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელებისთვის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2025 წელს სკოლამ შეიმუშავა 80-საათიანი ქართული ენის კურსი — „სახელმწიფო ენა რეკრუტებისთვის“ (A1 დონე). სასწავლო პროგრამის შინაარსი და მეთოდოლოგია მაქსიმალურადაა მორგებული მსმენელთა საჭიროებებსა და სასწავლო რეჟიმზე.

ღონისძიების ფარგლებში, კურსის წარმატებით დასრულებისთვის 38 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო ენის სწავლებას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დღემდე 3000-მდე წვევამდელია გადამზადებული.

Post navigation

Previous: ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა
Next: ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.