Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ათ წელზე მეტია ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩეველს, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების მიმართ, სწორედ ეს არის პოლარიზაცია

მარშალ პრესი 05/07/2022
შალვა პაპუაშვილი

რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან? მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება 2021 წლის ოქტომბრიდან და მანამდე პოლარიზაცია არ იყო ამ საზოგადოებაში? მანიპულაციაა ტერმინებით, თითქოს ამას რაღაც კავშირი ჰქონდეს. არანაირი კავშირი ამას ამასთან არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა რითაც უპასუხა კითხვას – „სააკაშვილთან მიმართებაში, როგორ წარმოგიდგენიათ დეპოლარიზაცია პოლიტპატიმრებით?“

„საბოლოო ჯამში პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს არჩევნებს. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად მათ არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ, რეალურად, ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების არჩევანს, რომ მოქალაქეები მათ მიაკუთვნებენ ოპოზიციის როლს. მეორე ის, რომ ისინი საკუთარ მომხრეებს და საზოგადოების ამ ნაწილს ამყოფებენ იმ ყალბ ნარატივში, რასაც ჰქვია, რომ საქართველოს მართავს რაღაც რუსული პროექტი და ა.შ. უკვე ათ წელზე მეტია, ამ ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს არის პოლარიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მარკეტა გრეგოროვა: გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გეგმა არის და არის პოლიტიკური ნება
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის ხელმძღვანელებთან, ა (ა) იპ – ის ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.