Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარკეტა გრეგოროვა: გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გეგმა არის და არის პოლიტიკური ნება

მარშალ პრესი 05/07/2022
მარკეტა გრეგოროვა

მე განვიხილავ საკმაოდ პოზიტიურად და ვთვლი რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. მე გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად. მომეწონა რომ გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ოპოზიციის მონაწილეობა. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება ნამდვილად ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

„მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია პროცესში ჩართული უნდა იყოს და ერთად იმუშაონ. ჩვენ შეიძლება იმპლემენტაციის პროცესში პრობლემებს გადავაწყდეთ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გეგმა არის და არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას ველოდებოდით. მე მოვუწოდებდი ყველას რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობისკენ. რაც გეგმის მიხედვით წერია ძალიან კარგად გამოიყურება ფურცელზე. მე ისიც ვიცი ვიმეორებ, რომ პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა, სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა არ იქნება მზად, მაშინ გეგმა ფურცელზე დარჩება და ამის ნახვა მე არ მსურს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც ჩაერთვება““- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის დროშასა და ზოგიერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ამოფარებული ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები დესტრუქციის სტრატეგიის გაგრძელებას აპირებენ
Next: შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ათ წელზე მეტია ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩეველს, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების მიმართ, სწორედ ეს არის პოლარიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.