Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

მარშალ პრესი 18/05/2026
irakli kobakhidze

როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

„დანიაში რაც ვიხილეთ, არის შემაშფოთებელზე უფრო მეტი. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია. ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ ამაზე გვჭირდება სათანადო რეაგირება. მხედველობიდან არ უნდა იყოს გაშვებული ასეთი პროცესები და საზოგადოების ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ასეთ პროცესებზე იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება პროცესები ევროპის მასშტაბით, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა
Next: ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.