Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა

მარშალ პრესი 18/05/2026
5005

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის
Next: ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.