Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

მარშალ პრესი 05/07/2022
ლევან იოსელიანი

ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად.

„თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ისინი როგორი კანონმდებლობის მიღებას აპირებენ, არ ვიცით, როგორია 12 პუნქტთან მიმართებით ხედვები, ჩვენ უბრალოდ, გავიგეთ ვადები და ის, რომ გარკვეული კანონპროექტები იქნება მომზადებული. ამას სჭირდება ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია“ უფრო სირცხვილია
Next: გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის დროშასა და ზოგიერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ამოფარებული ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები დესტრუქციის სტრატეგიის გაგრძელებას აპირებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.