Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია“ უფრო სირცხვილია

მარშალ პრესი 05/07/2022
გურამ მაჭარაშვილი

„სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკური მესიჯები არ უნდა ჰქონდეთ.

„სირცხვილია” ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების გამოსვლა აქციებზე სირცხვილია, „ნაცმოძრაობა” ამბობს, რომ „სირცხვილიას” ქმედებებია ამ აქციებზე სირცხვილი. შესაბამისად, საზოგადოებამ ერთი რამე გაიგო მხოლოდ, რომ „ნაცმოძრაობა” სირცხვილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ” გეგმა დადო, შეხვედრებია ჩანიშნული ოპოზიციასთან თუ არასამთავრობო სექტორთან, რაც უკვე მოიწონეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ევროპარლამენტარებმაც კი. საზოგადოება ხედავს, რომ აქციებზე აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანი. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ ის არის აპოლიტიკური, ბოლო დროს საზოგადოებამ მშვენიერი პოლიტიკური მესიჯები გაიგო მათგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს – „შინ ევროპისკენ” არაფერი საერთო არ აქვს, არამედ უნდა ერქვას “შინ ხელისუფლებისკენ”, რადგან უკან სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა „შინ ევროპისკენ”, არამედ შინ ხელისუფლებისთვის”,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Next: ლევან იოსელიანი: ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.