Skip to content
19/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის – ლიზა გეგეჭკორი

მარშალ პრესი 18/05/2026
lisa gegechkori

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება“.

როგორც გეგეჭკორი წერს, რადიკალურმა ჯგუფებმა ორგანიზებული ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სიძულვილის ენა და ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანიები ჩვეულებრივ პოლიტიკურ იარაღად აქციეს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა დროულია და დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ასე უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების სიმშვიდეს, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას!

„მამუკა მდინარაძის ბრიფინგს უსმინეთ? ნამდვილად დროული და საზოგადოებისთვის უაღრესად საჭირო გადაწყვეტილებაა!
ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ვხედავთ, თუ როგორ გადააქცია გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა, ე.წ ხმაურიანმა ბაბლებმა საჯარო და ციფრული სივრცე ტოქსიკურ ჭაობად. ორგანიზებული ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სიძულვილის ენა და ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანიები ჩვეულებრივ პოლიტიკურ იარაღად აქციეს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია.

მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება შსს-ში ახალი, სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ ზუსტად ის პასუხია, რასაც საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა. დროა, ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის. დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას.

ეს ინიციატივა პირველ რიგში არის თითოეული რიგითი მოქალაქის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჯარო კომუნიკაცია დაუბრუნდეს ცივილიზებულ, ნორმალურ ჩარჩოებს, სადაც საქმეზე და არგუმენტებზე ვკამათობთ და არა ორგანიზებული აგრესიით ვანადგურებთ ერთმანეთს.
ძალიან პოზიტიური სიახლეა. ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ასე უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების სიმშვიდეს, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას!“- წერს გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ქართველი რადიკალების ყვირილს ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე, ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან
Next: ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.