Skip to content
19/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ქართველი რადიკალების ყვირილს ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე, ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან

მარშალ პრესი 18/05/2026
sozar subari

„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი – რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით. სუბარის თქმით, ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას ადასტურებს ის ურთიერთობებიც, რომელიც ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს აქვთ ამ ქვეყანასთან.

„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი – რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში. მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით, ანუ „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს პროექტი ჩინეთის და ჩინური ტვირთების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან. ქართველი რადიკალების ყვირილს ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე, ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება
Next: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის – ლიზა გეგეჭკორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.