Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე – ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე

მარშალ პრესი 17/05/2026
mamuka mdinaradze

ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე.

“ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი . პატრიარქ შიო III-ის დღევანდელი ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ამას ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას,არანაირ რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას და საკუთარ ოჯახს, საკუთარ მშობლებს ყოველთვის სცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი, მათ შორის, ნიშანი ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია, ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს
Next: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის – ეს არის თავგანწირული სიყვარული – პატრიარქი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.