Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – დღევანდელი დღე აჩვენებს სად დგას ქართველი ხალხი, აჩვენებს, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას და სარწმუნოებას

მარშალ პრესი 17/05/2026
irakli kircxalia

ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, ასეთი წმინდა დღესასწაული, რომელიც ჩვენმა სულიერმა მამამ, უწმინდესმა ილია II-მ დააფუძნა. ეს დღე არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სარწმუნოების, ქვეყნის ერთიანობის და სიყვარულის დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა და საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ყველა ხედავ სად დგას ქართული საზოგადოება.

“დღევანდელ დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო ხედავს, თუ სად დგას, რა ფასეულობების და ღირებულებების გვერდში დგას ჩვენი საზოგადოება. ასევე, ორმაგი დატვირთვის დღეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველად აღავლენს დღეს ლოცვა-კურთხევას და ამ უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვუსურვებ სიყვარულს, გაერთიანებას და ასე ერთობით და სიყვარულით წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მსოფლიოსთვის დღევანდელი დღე აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართველი ხალხი. აჩვენებს, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას, ისტორიას, თავის სარწმუნოებას და როგორ შეუძლია ერთიანად ამ ღირებულებების ირგვლივ ასე ზღვად გაერთიანდეს მთელი ქართული საზოგადოება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე: მიშას სახელის ხსენების გამო – უკრაინაში მის ყველაზე ერთგულ მამრებს და მდედრებს – უკვე სამსახურებიდან აგდებენ, ხმა ამოიღეთ, მიშმადიდებლებო!
Next: მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.