Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე: მიშას სახელის ხსენების გამო – უკრაინაში მის ყველაზე ერთგულ მამრებს და მდედრებს – უკვე სამსახურებიდან აგდებენ, ხმა ამოიღეთ, მიშმადიდებლებო!

მარშალ პრესი 17/05/2026
david kartvelishvili

რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესო აქციასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქართული ოპოზიცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დასაცავად ნებისმიერ ფორმას მიმართავს, ვერ ხედავს ან არ სურს დაინახოს ის პროცესები, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერების მიმართ უკრაინაში ვითარდება.

საუბარია სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა რგოლიდან იმ პირების ჩამოცილებაზე, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კადრებად მოიაზრებიან. „როგორ გაატარებენ ხოლმე, წაუყრუვებენ და თვალს დაიბრმავებენ. დღეს კი სრულდება „ბრმის კვირის” ლიტურგია, მაგრამ სად ის სახარებისეული ბრმა, ღირსეული და უშიშარი კაცი, რომელმაც უფლის შესახებ სიმართლით სინედრიონი გაანადგურა – და სად ეს პოლიტიკურად დაბრმავებული ყრუმუნჯები. ერთხელაც ვცდი – 26 მაისს ვინც მიშას გათავისუფლების მოთხოვნა არ წამოაყენაო, ერთმანეთს დედას რომ აგინებენ წინასწარ, თქვენ მოგმართავთ! მიშას კიეველი და უშიშარი სეფექალი, დარინა ჩიჟი და მისი გმირობა რატომ გაატარეთ?

მიშას სახელის ხსენების გამო და მიშას ძმაკაცის, ანდრეი ერმაკის გირაოს ფონდში ჩარიცხული თანხის გამო – თქვენმა ზელენსკიმ სამსახურიდან რომ გამოაგდო, ერთი სიტყვით მაინც გააპროტესტეთ, თქვე ფარჩაკებო. მიშას სახელის ხსენების გამო – უკრაინაში მის ყველაზე ერთგულ მამრებს (უგულავა, ლორთქიფანიძე, ცხაკაია) და მდედრებს – უკვე სამსახურებიდან აგდებენ, ხმა ამოიღეთ, მიშმადიდებლებო!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მივულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს – ცოტნე ივანიშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
Next: ირაკლი კირცხალია – დღევანდელი დღე აჩვენებს სად დგას ქართველი ხალხი, აჩვენებს, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას და სარწმუნოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.