Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – ხალხი, რომელიც მონაწილეობდა გადატრიალებაში, პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, პოლიტიკური პატიმრები არიან?!

მარშალ პრესი 16/05/2026
irakli kircxalia

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?! – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“, სადაც პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ არანაირი სახელმწიფო გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.

“რას ჰქვია გადატრიალების მცდელობა არ იყო?! პარლამენტის შენობას წვავდნენ, დაასახიჩრეს პოლიციელები. რომელია პოლიტიკური პატიმარი, ერთი მითხარით! ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?! თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორც ბატონმა ჰერჩინსკის და მის დამქაშებს, როგორც ცრუ აღქმებში შეჰყავდათ ჩვენი საზოგადოება, ახლა თქვენ იმავეს იმეორებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.