Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

მარშალ პრესი 16/05/2026
irakli kircxalia

მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით 2022 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომი დაიწყო.

“პირველ წელს იყო დახურულ კარს მიღმა მუშაობა. მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო. ეს არის მიზეზი, რომ როგორ გავბედეთ და დავდექით იქ სადაც დავდექით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების გვერდით. მერე ყველას კარგად გვახსოვს მოხალისეების სამთავრობო ბორტის გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება – ელჩის გაწვევა, განცხადებები პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის, უშიშროების საბჭოს წევრის, რომ კარგი დროა თურმე გავისეირნოთ აფხაზეთში და ოსეთში. ერთი მთავარი ფრაზა და ჰედლაინი ადევს აგენტურას, რომლითაც ბრიუსელი მოქმედებს ჩვენთან: სანქციები გარეთ, აქციები შიგნით. შევეხები ევროკავშირის ელჩს და წინასაარჩევნოდ მის განცხადებას, რომ ისინი კეტავენ ცალმხრივად ყველანაირ საუბარს გაწევრებასთან დაკავშირებით, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ გვახსოვს ამხელა ზეწოლის მერე მოგებული არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ
Next: ირაკლი კირცხალია – ხალხი, რომელიც მონაწილეობდა გადატრიალებაში, პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, პოლიტიკური პატიმრები არიან?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.