Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება

მარშალ პრესი 16/05/2026
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება.

რიგით მეექვსე კონფერენცია გორში, შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის სხვა წევრებმა შიდა ქართლის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს სტუდენტებთან მუდმივი და ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სოციალურ პროგრამებზე. ასევე, საუბარი შეეხო დასაქმებისა და განათლების როლს, როგორც იმ მთავარ ფაქტორს, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

„წინა შეხვედრას თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო, საკმაოდ გაიხსნა დისკუსია, ყველა შეხვედრის მერე ახალგაზრდების აქტიურობა, მათი ჩართულობა იმატებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის იქნება ძალიან კარგი და საინტერესო“, – ვარლამ ლიპარტელიანი.
„გამოიკვეთა ახალგაზრდების ის ძირითადი საჭიროება, რაც გახლავთ უფრო მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა მუნიციპალიტეტებში, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიკრიბონ და მათი იდეები ერთმანეთში გაცვალონ. ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად ვიცით ჩვენი რეგიონის საჭიროებები. ჩვენი გუნდის მთავარი ვალი და პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული მათი ხმა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მათი მუნიციპალიტეტების განვითარების გზაზე“, – მარიამ გრიგოლიშვილი.

„წინა შეხვედრებმა დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ღია კომუნიკაცია, მათი შეხედულებების, აზრების მოსმენა და სწორედ ამიტომ, თითოეულ ახალ რეგიონში მივდივართ მეტი შემართებით, დიდი მოლოდინებით და ამავდროულად, მეტი ენთუზიაზმით. გვჯერა, სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით“, – თეკლა თიკანაშვილი.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. შიდა ქართლის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათ რეგიონში იმართება და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში ხვდებიან.

Post navigation

Previous: 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას – დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან
Next: დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა, სადაც დღეს ერთს ასამართლებენ, ხვალ კი იგივე მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერი არასასურველი ხელისუფლებისა და ლიდერის წინააღმდეგ გამოიყენონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.