Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება პრევენციული ეფექტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა

მარშალ პრესი 16/05/2026
irakli kobakhidze
როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა,  აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პატიმრების შეწყალების საკითხს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს.
„სადაც იქნება სინანული, სადაც იქნება დანაშაულის აღიარება, იქ ჩვენ გვექნება შესაბამისი მიდგომა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის  სინანულთან დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.
სინანული არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი რა არის, არავის არ უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გახსოვთ, იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როდესაც სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული. გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი, ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, შემდეგ იყო დაპატიმრებული 6 ადამიანი. ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მე-3 მცდელობა. ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი, რამაც თავისი პრევენციული ეფექტი იქონია.
სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვინმეს ბოდიში კი არ გვჭირდება ან რაიმე ამდაგვარი. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის. როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
Next: მარიამ გრიგოლიშვილი: შიდა ქართლში ახალგაზრდების ძირითადი საჭიროებაა მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაცვალონ იდეები და მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ პროექტები, რომლებიც შემდგომში უნდა აისახოს მუნიციპალურ ბიუჯეტებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.