Skip to content
15/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

მარშალ პრესი 15/05/2026
irakli zarkua

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამგვარი ფაქტების შემდეგაც კი, ეს სახელმწიფოები საქართველოს უკითხავენ ნოტაციებს, რაც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასთან ერთად, ლუსტრაციაც არის.

“შემდეგ, ეს სახელმწიფოები ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ყველაფერს სცდება და ხდება მათი ლუსტრაცია. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე, ვინ არის ჩვენი გულწრფელი მეგობარი და ვინ არის დემოკრატიას ამოფარებული ჩვეულებრივი მავნებელი,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.