Skip to content
15/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაქარია წიკლაური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო

მარშალ პრესი 14/05/2026
690986441_1870178243582193_4168688188817431676_n

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელგრადის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები მხარეთა დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.

ზაქარია წიკლაურმა, სხვა დელეგატებთან ერთად, შეხვედრები გამართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იგორ იავანოვიჩთან, ასევე საკრებულოს წევრებთან – ვლადიმერ ტრაჟკოვიჩსა და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკებსა და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. დელეგაცია ასევე შეხვდა ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ ვიოლეტა ფილიპს. მხარეებმა ქალაქის ეკონომიკური განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

Post navigation

Previous: საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სარკისებური რეაქცია, სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – თუ დაგინახეს, რომ ცალ ფეხზე დგახარ, მეორე ფეხსაც წაიღებენ, უფეხოდ დარჩები და სუვერენიტეტს საერთოდ წაგართმევენ
Next: ალიანსში უნდა მივიღოთ ეს ხალხი – ნიკა გვარამია გახარიას პარტიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.