Skip to content
15/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სარკისებური რეაქცია, სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – თუ დაგინახეს, რომ ცალ ფეხზე დგახარ, მეორე ფეხსაც წაიღებენ, უფეხოდ დარჩები და სუვერენიტეტს საერთოდ წაგართმევენ

მარშალ პრესი 14/05/2026
guram macharashvili01

საქართველოს მხრიდან „პრინციპული“, „მკვეთრი“ და „სარკისებური“ ნაბიჯების გადადგმა მიაჩნია რეალურ გამოსავლად „ხალხის ძალის “ აღმასრულებელ მდივანს გურამ მაჭარაშვილს იმ ზეწოლაზე, რასაც ევრობიუროკრატები ქვეყნის მიმართ მიმართავენ. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, კულისებში მიმდინარე პროცესების სააშკარაოზე გამოტანამ, რასაც „ხალხის ძალა“ წლების განმავლობაში ახდენდა, შედეგი გამოიტანა და ხელისუფლებას სწორი მოქმედების შესაძლებლობა მისცა.

გურამ მაჭარაშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ ღირსეული პოზიციონირებით, ქვეყანა შედეგს აუცილებლად მიიღებს და ამის მაგალითად მან აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ახსენა.

„ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან პრინციპული, მკვეთრი, სარკისებური. „ხალხის ძალის“ წერილებს თუ გავიხსენებთ, ჩვენ ყოველთვის საჯაროობას ვთხოვდით ხელისუფლებას. ის რაც ხდებოდა კულისებში, ჩვენ სააშკარაოზე გამოგვქონდა და ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით. სხვათა შორის, ამან ძალიან კარგად იმუშავა და მისცა საშუალება ხელისუფლებას შესაბამისად ემოქმედა. დღესაც ეს პრინციპია მთავარი – საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სარკისებური რეაქცია.

ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ პროცესი ქვეყანაში სწორედ ამგვარად მიდის. სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – თუ დაგინახეს, რომ ცალ ფეხზე დგახარ, მეორე ფეხსაც წაიღებენ, საერთოდ უფეხოდ დარჩები და სუვერენიტეტს საერთოდ წაგართმევენ. ეს არის მოცემულობა და როდესაც დაინახავენ, რომ ღირსეულად დგახარ, შესაბამისი რეაქციაც იქნება. მაგალითად ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პარტნიორობის აღდგენისკენ, შესაბამისი ნაბიჯებია გადმოდგმული,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე
Next: ზაქარია წიკლაური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.