Skip to content
15/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი” დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას – ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა

მარშალ პრესი 14/05/2026
jaba xubua

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ტელეკომპანია “იმედისთვის” ევროპარლამენტის შენობაში მუშაობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბრიუსელის “პოლიტიკურ ჯოჯოხეთში” “იმედის” გარეთ დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებებს.

მისი განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რაც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.

“ევრობიუროკრატების ავტორიტარულ გადაწყვეტილებას – ტელეკომპანია ,,იმედს” ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა აუკრძალონ, ასოციაციურად მივყავართ დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივ კომედიასთან”, რომლის მიხედვითაც, ჯოჯოხეთის შესასვლელში წერია, რომ ყველა იქ შემსვლელმა იმედი გარეთ უნდა დატოვოს.

ჰოდა, ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი” დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რომელიც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.

მთელ ამ ამბავში ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა,” – წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

Post navigation

Previous: სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
Next: დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ “ნაცმოძრაობის” აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.