Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

მარშალ პრესი 13/05/2026
01

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დაესწრო. მან მინდია უგრეხელიძე სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „იუსტიციის მედლით“ დააჯილდოვა.

მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ორტომეულში თავმოყრილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეის მიმართ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. გამოცემა წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროს, არამედ სამეცნიერო ნაშრომს თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა
Next: ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.