Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 13/05/2026
5050

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ოთარ ჩახუნაშვილმა პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ოთარ ჩახუნაშვილი სამსახურის დირექტორად პრემიერ-მინისტრის ბრძანებით პირველი მაისიდან დაინიშნა. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ოთარ ჩახუნაშვილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს. ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი.

Post navigation

Previous: ურსულა ფონ დერ ლაიენი: პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს
Next: შევქმენით კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც მოიცავს პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ – “აგროჰაბის” კომერციული დირექტორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.