Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

მარშალ პრესი 12/05/2026
FRANCEPARL

2026 წლის 11 მაისს, პარიზის დროით 23:25-ზე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ – ეროვნულმა ასამბლეამ, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მხარდაჭერიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, მიიღო რეზოლუცია „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება“.

577-კაციანი ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რეზოლუციის მიღებას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 68 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო, 28 მათგანი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს Rassemblement National (RN)-ისა და Droite républicaine-ის ჯგუფის წევრებმა. მათი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია. მათივე შეფასებით, თუ სხვა ქვეყნებისთვის მისაღებია „უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) მსგავსი კანონმდებლობის მიღება, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება საქართველოს.

კანონის ინიციატორ, მაკრონის თანაპარტიელ დეპუტატ კონსტანს ლე გრიპს, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მის ძმასთან, ოთარ ზურაბიშვილთან დაახლოებული პირია, ასევე შეახსენეს, რომ მსგავს კანონს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მან თავის დროზე, თავადაც მხარი დაუჭირა.

Post navigation

Previous: საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში
Next: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.