Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში

მარშალ პრესი 12/05/2026
mamuka mdinaradze2

ვართ ამაყები, ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს, შესაბამისად, ქართველებს დაგვაბრალონ ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა, ისეთი ხელისუფლება გვყავს, ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში, – მის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

მისი თქმით, ეს არის სუვერენიტეტის და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი.

„საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს. თავისი პლუსებით და მინუსებით, როგორებიც ვართ, ასეთები ვართ. ვართ ამაყები, ვართ ეროვნულები და ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს. შესაბამისად, ქართველებს დაგვაბრალონ ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა, ისეთი ხელისუფლება გვყავს და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში. ეს არის სუვერენიტეტის და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და ბევრ ქვეყანაში სამწუხაროდ, დღეს ისეთი მოცემულობაა, თანამედროვე მსოფლიოში, ეს ვერ ხერხდება და გარედან ნაკარნახევი ხელისუფლებები ჰყავთ. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ სიამაყის საფუძველი შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
Next: საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.