Skip to content
09/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე

მარშალ პრესი 09/05/2026
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დრეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიქვამს:

„თუ გვინდა ურთიერთობის ისევ დაწყება უკრაინასთან, გავათანაბროთ უფლებები, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ“ – განაცხადა ქადაგიძემ.

დეპუტატმა თქვა ისიც, რომ ბრიუსელი ცდილობს სომხეთის ცენტრად წარმოჩენას, თუმცა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შუა დერეფნის ფუნქციონირება საქართველოს გარეშეა წარმოუდგენელი, მაშინ, როცა სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელიც კი არ აქვს.

„არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას ბიძინა ივანიშვილი ჰყავს დასანქცირებული. არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რაც არ უნდა გაიკვეთოს. მე დარწმუნებული ვარ, როცა პირველი კონტაქტი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ზელენსკის შორის ერევანში, ნახსენები იქნებოდა ამგვარი წითელი ხაზები. ამის გარეშე, საუბარი უკვე უთანასწოროა უკრაინის მხრიდან – „მე შენი დიდი ძმა ვარ, როცა მინდა დაგასანქცირებ, როცა მინდა ომში წასვლას გთხოვ და გეტყვი, რომ წახვიდე აფხაზეთში და ტანკები დაქოქო. ხოლო, როცა პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს, სურათს გადავიღებ, ხელს ჩამოგართმევ“ – ასე არ გამოვა. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისევ სწორი მიმართულებით წავა. თუ გვინდა ურთიერთობის ისევ დაწყება უკრაინასთან, გავათანაბროთ უფლებები, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ.

რაც შეეხება ბრიუსელს, ეტყობა კავკასიაში გავლენებს რომ კარგავს. აქედან გამომდინარე ვიხილეთ სომხეთში გააქტიურება და მასზე საუბარი შუა დერეფნის კონტექსტში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუკას შევხედოთ: საქართველოს გარეშე შუა დერეფნის ფუნქციონირება ფიზიკურად წარმოუდგენელია. სომხეთს შავ ზღვაზეც კი არ აქვს გასასვლელი. რას ემსახურებოდა სომხეთის ცენტრად წარმოჩენა?! ბრიუსელს ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოს როლის აღიარება. ჩვენ კარგად ვიცით, დღევანდელი ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩი ტანდემში რომ მოქმედებენ და მსგავს განცხადებებს აკეთებენ. შეწყვიტეს ომის რიტორიკაზე საუბარი, მაგრამ ახლა ადამიანის უფლებებზე გადაერთვნენ – საუბრობდნენ კამიტზე და ბოლოს მივლენ დასკვნამდე, რომ უნდა შეწყვიტონ მსგავს ტონში საქართველოსთან საუბარი. ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში, წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით – იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.