Skip to content
09/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში, წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით – იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას

მარშალ პრესი 09/05/2026
david kartvelishvili

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების სტრატეგიას ეხმიანება, რომლებიც ავტორიტეტული ფიგურების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივი გავლენის მოპოვებას.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა გამოიყენებოდა როგორც წმინდა ილია მართლის სახელთან მიმართებით, ისე მეუფე ესაიას შემთხვევაში.

„კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში, წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით – იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას. მეორე საკითხია ეს ან რატომ არ ესმოდა, ან რატომ ეგუებოდა ამას თავად მეუფე – ამას საერთოდ არ მინდა შევეხო.

უბრალოდ საუბარი მაქვს მათი ქცევის ჩვეულ მანერაზე – საკუთარი როდესაც არ გაგაჩნია, ან ზუსტად ისეთი რომ გაგაჩნია, საზოგადოებაში ზიზღს და მიუღებლობას რომ იწვევს – სწორედ რომ შენი ორგანული სიძულვილის ობიექტს, რაღაც კარგს, სუფთას, ნათელს, ავტორიტეტულს უნდა ამოეფარო საკუთარი ბოროტების დასაფარად და საბოლოო გეგმებში სწორედ ამ ავტორიტეტის დაკნინებისა და გაუფასურების მიზნით.

მსგავსად, კონტრაცეპტივებზე ჩვენი წმინდანების გამოსახულებებისა – მათ მიმართ „პატივისცემისა“ და „მოწიწების“ ნიშნად. არა და, სწორედ სუფთა და წრფელი ადამიანის შთაგონებით იწყება დავით მეფის „ფსალმუნნი“ – „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა“.

ყოველ ჯერზე მახსენდება ეს სტრიქონი უწმინდესის მაღალი იერარქიის მქონე „სულიერ შვილებს“ – “უშჯულოთა საჯდომელში“ მოკალათებულებს რომ ვხედავ „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ მკვლელ ტელევიზიებში…,”- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინაღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
Next: ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.