Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას – პრემიერის მიამრთვა აბიტურიენტებს

მარშალ პრესი 04/07/2022

ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფისბუქზე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით წერს.

მთავრობის მეთაური აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა აბიტურიენტებისთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.

მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ წარმატებით გაართვათ თავი გამოცდებს და ღირსეულად შეუდგეთ ცხოვრების ახალ ეტაპს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: აქცია დასრულდა გეგმებისა და ანონსების გარეშე
Next: „გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.