Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 30/04/2026
505

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და  რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. დებატები სახელწოდებით – „სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი: დამკვირვებლების როლი“ საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი მიზანი წევრ სახელმწიფოებში დამკვირვებლების წინაშე არსებული მუდმივი და ახალი გამოწვევების შეფასება,  დამკვირვებლების უფლებების  დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურობისა და შეზღუდვების შესწავლა, შემდგომი ქმედებების შესაძლო გზების განხილვა და ევროპის საბჭოს სავალდებულო ინსტრუმენტის პოტენციური დამატებითი ღირებულების, მასშტაბისა და მიზანშეწონილობის შესახებ ინფორმირებული დიალოგის წარმოებაში წვლილის შეტანა იყო. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დებატების ფორმატში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და ზოგადად არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

„ერთობლივი დებატები არის შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებმა პირადად ჩვენგან მიიღონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომლის ირგვლივაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე და უშუალოდ დაკვირვების პროცესში ობიექტურობის და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე. 

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შესახებ მომზადებული ანგარიშები და შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ ფაქტებს და მტკიცებულებებს და არ გამომდინარეობდეს  არჩევნების პოლიტიკური შედეგებიდან.

ამასთან, დისკუსიის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მაგალითად ისეთების როგორიცაა ეუთო/ოდირი, დასკვნების პატივისცემა და მათი რეკომენდაციების გაზიარება ყველა ჩართული მხარის მიერ, რადგან ამ დასკვნების აღიარების გარეშე ფაქტობრივად აზრს კარგავს დაკვირვების პროცესის მნიშვნელობაც“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

დებატების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების როლზე. დაკვირვების სამართლებრივ ჩარჩოებზე, მათ შორის გარანტიებზე, ხარვეზებზე, კარგ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს არჩევნების მთლიანობისა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ერთობლივი მოქმედების სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები. 

ერთობლივი დებატები 28-29 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
Next: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.