Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს

მარშალ პრესი 30/04/2026
guram macharashvili

„კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოებით იგივეა – საინტერესოა, კონკრეტულ შემთხვევაში, რა რესურსი არსებობს ფასების დასარეგულირებლად. ვნახოთ რა პასუხი ექნებათ სხდომაზე მოწვეულ პირებს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს დაგეგმილ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შესახებ.

მისი თქმით, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს, რის შემდეგ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს.
„კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოებით იგივეა – საინტერესოა, კონკრეტულ შემთხვევაში, რა რესურსი არსებობს ფასების დასარეგულირებლად. ვნახოთ რა პასუხი ექნებათ სხდომაზე მოწვეულ პირებს.
იმისთვის, რომ ამა თუ იმ სფეროში იყოს ჯანსაღი კონკურენცია, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ზვიად ავალიანი: არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და პუტინის ფილოსოფიას შორის – სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?
Next: ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.